,,მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა”, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
„რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის - მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა, თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს 20%-ის ოკუპირება, არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი ლატვიის, სლოვენიისა და კვიპროსის პრეზიდენტებს შეხვდება.