საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავიდ არტურ გრეინჯერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაიანას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედა ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორ ესოზიმნა გნასინგბეს არაღიარების პოლიტიკისთვის, ასევე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.