საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საღამოს მონაწილეებს იაპონიის პრემიერმა მიმართა, მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებს შეხვდა. შინზო აბემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ღონისძიებაზე სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.