საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. დელეგაციაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. დიასპორის წარმომადგენლები რუსეთთან ურთიერთობების საკითხითა და ოკუპირებული რეგიონებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. კითხვები დაისვა ორმაგ მოქალაქეობასა და საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც.