დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან. გაეროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგი გამოსვლა ამ თემას მიეძღვნა. ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის ტრაგედიაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან უნდა გაათმაგდეს. პრემიერის თქმით, საქართველო გეგმავს 2030 წლისთვის 15 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების ემისია, თუმცა განმარტა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში.