ხვალ, 28 სექტემბერს გაეროს საიუბილეო, 70-ე ასამბლეაზე დებატები გაიხსნება. გაეროს ინფორმაციით, პირველ დღეს დაგეგმილია 37 გამოსვლა.
გენერალურ ასმბლეას პირველი გაეროს გენმდივანი ბან კი მუნი მიმართავს, შემდეგ კი პროცედურის მიხედვით, სესიას გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მოგენს ლიუკეტოფტი გახსნის.
პირველი ხუთი ქვეყანა, რომელებიც დებატებში მიიღებენ მონაწილეობას: ბრაზილია, აშშ, პოლონეთი, ჩინეთი და იორდანია.
რუსეთის ფედერაცია გამოსვლელთა სიაში მეექვსეა. მას გენასამბლეაზე პრეზიდენტი პუტინი წარმოდგენს. პუტინი მრავლწლიანი პაუზის სემდეგ პირველად ჩადის გაეროში.
28 სექტემბერს ასამბლეაზე ასევე მოუსმენენ უგანდის, ჩილეს, კუბის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მაროკოს, შვეიცარიის, ზიბვაბის, არგენტინის, ბელორუსის, ნიგერიის, გაბონის, პარგვაის, კენიის, თურქმენეთის, სენეგალის, მალის, ეკვადორის, ბოლივიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, დანიის, კორეის რესპუბლიკის, ირანის, ყატარის მოზამბიკის, ყაზახეთის, მექსიკის, ეთიოპიის, კირიბატის და ავსტრალიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარინაშვილი გენერალურ ასაბლეას 1-ელ ოქტომბერს მიმართავს.
ასამბლეის სამუსაო ენებია - არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური.