ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში იპოვეს ელექტრონული წერილი, რომლის გახმაურება ჰილარი კლინტონს არ სურდა.
ადრე, ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდა ყველა მიმოწერა, რომელსაც აშშ-სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დროს აწარმოებდა.
თუმცა, პოლიტიკოსმა გადაწყვიტა გარკვეული მიმოწერა დარჩენილიყო მასთან.
აღმოჩნდა, რომ კლინტონი მიმოწერას აწარმოებდა გენერალ დევიდ პეტრეუსთან, რომელსაც იმ დროს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურის თანამდებობა ეკავა. მიმოწერა დაიწყო რამოდენიმე დღეში მას შემდეგ რაც კლინტონი გახდა სახელმწიფო მდივანი და გრძელდებოდა 2009 წლის იანვარ -თებერვალში.
მას შემდეგ რაც მიმოწერა გამჟღავნდა, თავდაცვის სამინისტრომ მიღებული მონაცემები გადასცა სახელმწიფო დეპარტამენტს.