ურთიერთობა ირანსა და აშშ-ს შორის საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ორივე სახელმწიფოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე მათ შორის ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უნდა გაუმჯობესდეს", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში.
მისივე თქმით, ურთიერთობის აღდგენას დასჭირდება საკმაო დრო და ორმხრივი ძალისხმევა.
"მრავალი წლის განმავლობაში, შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა ურთიერთსაწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი, ნორმალური ურთიერთობის აღდგენას დასჭირდება საკმაო დრო და ორმხრივი ძალისხმევა”, -დასძინა როუჰანმა
პოლიტიკოსმა ასევე აღწერა ბირთვული მოლაპარაკებები და შეთანხმებამდე მისვლა ირანს, ამერიკის შეერთებული შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის, როგორც ამერიკა-ირანის ურთიერთობის "რეალური გამოცდა" და განაცხადა, რომ ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნდობის ატმოსფეროს შექმნა.