ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა.
„საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელისუფლება ახორციელებს უპრეცედენტო C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროცესს. ეს არის უფასო დიაგნოტიკა, უფასო მკურნალობა. მზარდი დაფინანსება ბიუჯეტიდან ბავშვებისა და დედების ჯანმრეთელობისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.