დღეს, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე გიგი გიგიაძე მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.