პარლამენტში დღეს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომლის მიზანიც მომხარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაა.
პროექტით წესრიგდება სამომხმარებლო სფერო, მათ შორის ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა, კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
შეიქმნება მომხმარებელთა უფლებების დამცველის ინსტიტუტიც.