შეეზღუდებათ თუ არა მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღება?- გადაწყვეეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას განიხილავს, რომლის თანახმადაც, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს 2016 წლის პირველ იანვრამდე შრომითი გასამრჯელოს პარლელურად პრემიის მიღება აეკრძალებათ. ინიციატიივა 747 მაღალი რანგის თანამდებობის პირს ეხება. ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის წევრები მის ინიციატივას მხარს დაუჭერენ.