პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, "ერეკლე მეორის საზოგადოება" აქციას მართავს. პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე ,,თავისუფალი ზონის” წევრები იკრიბებიან და აღნიშნულ მოთხოვნას აპროტესტებენ.
"ერეკლე მეორის საზოგადოება" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, ამ მიზნით მოსკოვში ჩავიდეს და რუს კოლეგას შეხვდეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საჭიროა ქვეყანამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე კი მთავარი პასუხისმგებელი პირი საქართველოს პრეზიდენტია.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. პოლიციას გადაკეტილი აქვთ საავტომობილო მოძრაობა ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.