საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე ავღანეთში გუშინ დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხები - საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის;სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტი სამხედრო საფრთხეების ნაწილში.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ და მხარი დავუჭირეთ თავდაცვის სამინისტროსპოზიციას. ვთხოვეთ უშიშროების საბჭოს მდივანს ამ მხარდაჭერის გაფორმების უზრუნველყოფა და პარლამენტისათვის ამ გადაწყვეტილების მიწოდება.
ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც გამოვლენილია ერთობლივი მუშაობის შედეგად და განვიხილეთ მათზე საპასუხო ქმედებების სპექტრი. დავთქვით უახლოეს მომავალშიხელახალი შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნულიუსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
„ამ საკითხების განსახილველად ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, საკანონმდელო და აღმასრულებელიხელისუფლებაც.
სულ ახლახანს, ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი და მასში კიდევ უფრო მეტი წევრიშევიყვანეთ.
შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს და ამდენად ამ საბჭოზე თათბირიქვეყნისათვის ძალინ მნიშვნელოვანი საქმეა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ - მაიორი ვახტანგკაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.