,,თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს ,,ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერები უერთდებიან. სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ხვიჩა ჟიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. ჟიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 31 აგვისტოს გადააყენეს.
„ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის,ჩემი სენაკელების გვერდით! მივმართავ მავანს, რომ სენაკი არ არის რომელიმე ჯგუფის საკუთრება“, - აცხადებს ხვიჩა ჟიშკარიანი.
ჟიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში იკავებდა მაღალ თანამდებობებს - 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს- სსახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი. ასევე, იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა ქალაქ სენაკის მაჟორიტარულ არჩევნებში და გახდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.