„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი შეხვედრაზე დიპლომატებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.
"სამწუხაროდ ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა. ეკონომიკით დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული. ჩვენ როგორც პასუხისმგებელი ოპოზიციური ძალა მუდმივ დიალოგში ვართ დიპლომატიურ კორპუსთან," - განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, საუბარი შეეხება ასევე ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტებს.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესს და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს.