დღეს, 23 სექტემბერს 15:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში შედგება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ღია სხდომა.
ფრაქციის სხდომაზე მიწვეულნი არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. სხდომაზე განიხილება ოპოზიციის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური შესწორების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.