დღეს, 23 სექტემბერს, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაზე იმსჯელებენ.
ამ დრომდე უცნობია დასწრება თუ არა სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს სხდომას მინისტრის რანგში პირველად დაესწრება.
„ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, სადაც უნდა განისაზღვროს ჯარის რაოდენობა, რაც კანონმდებლობით, ქვეყნის პრეზიდენტის ყოველწლიური ვალდებულებაა და შემდგე პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ეს ძალიან რუტინული სხდომაა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.