ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრს ლორან ფაბიუსს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „MEDEF International“-ში, სადაც მინისტრი შეხვდება ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს დასაფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, „MEDEF International“-ში გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.
„MEDEF International“ საფრანგეთში მოქმედი მსხვილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგულიკომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ნოუ-ჰაუს დანერგვას და წარმოადგენს მათ საერთაშორისო დონეზე.