ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გავიდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრად დარჩა. დეპუტატის შესაბამისი მიმართვა დღეს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.
,,ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, სამველ პეტროსიანი ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის” მიერ დაანონსებული ახალი საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობაში მოიაზრება.
შეგახსენებთ, ყოფილი ,,ნაციონალები” ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ოქტომბერში გეგმავენ. ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გოგა ხაჩიძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოესი დღეებისთვის, პარლამენტში ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდება.