უახლოეს პერიოდში მთავრობა ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის აღდგენას გეგმავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია განმარტავს, საუბარია ომალოს, ინგირის, ამბროლაურისა და ჩიხარეშის აეროპორტების მშენებლობაზე.
როგორც ირკვევა, აღდგენითი სამუშაოების დაწყება უკვე გადაწყვეტილია, თუმცა მანამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმეორებით კვლევას ატარებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვერ აკონკრეტებს აღნიშნული აეროპორტების აღდგენისათვის ფინანსები ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუ ინვესტორის პოვნა გახდება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოში სამი ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი ფუნქციონირებს - მესტიის, ნატახტარის და თელავის. როგორც გურამ ჯალაღონია განმარტავს, მათი ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია საჰაერო გადაზიდვებისთვის.