სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შეფასებისას განაცხადა.
სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა.
„დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა ის რომ 2 თვეში კი არ მთავრდება ყველა სასამართლო პროცესი, არამედ ყველა სასამართლო პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ითხოვს რეალური მტკიცებულებების წარდგენა და რეალური დებატები მხარეებს შორის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილმ მერს გიგი უგულავა სასამართლომ რიყის გასხვისების საქმეში გაამართლა, ხოლო თბილსერვისის საქმეში იგი დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ საპატიმროში მოსახდელად სასჯელი 4 წლითა და 6 თვით განუსაზღვრა.