პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე წარდგენილ კოტე სულამანიძეს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.
დღეს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრიც დაამტკიცა, ხოლო საბჭომ მისი შემადგენლობიდან ირაკლი კოვზანაძე აირჩია, რომელმაც თავის მხრივ
სააგენტოს უფროსის კანდიდატურა წაარადგინა.
,,ეროვნული ბანკის შესახებ" ახალი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხვედველობის ფუნქციის გამოყოფასა და ახალი სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს, კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.