უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს სლოვენიაც. პოლიციამ დობოვას სადგურზე სამგზავრო მატარებელი გააჩერა, რომელშიც 200-მდე არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა.
დაკავებულ ლტოლვილებს უკან, ხორვატიაში დააბრუნებენ.
მომხდარის გამო სარკინიგზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა. სლოვენია-ხორვატიის სარკინიგზო მონაკვეთი ამ დროისათვის აღარ ფუნქციონირებს.