აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი უკვე საქართველოშია. დიპლომატი ქვეყანას მეუღლესთან, ფრანჩესკასთან ერთად ეწვია. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა მისი სურვილი იყო საქართველოში ემუშავა.
,,მე და ფრანჩესკას ყოველთვის გვინდოდა ჩამოვსულიყავით თბილისში. უკვე 30 წელია ვარ დიპლომატი და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, იყო საქართველოში მუშაობა", - განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შეგახსენებთ, რომ იან კელმა რიჩარდ ნორლანდი ჩაანაცვლა.