ბათუმში, „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2015“-ის კონფერენციაზე, 14 ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები მრავალ თემაზე მსჯელობს.
როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე საუბარი იქნება სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, სატრანზიტო რეგიონული ვალუტის დევალვაციისა და ბიზნეს - აქტიურობის დაქვეითებაზე. მსჯელობა შედგება ასევე სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე, რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობპროდუქტების მოზიდვაზე.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ნავთობისა და მსხვილი სატრანსპორტო - ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, ვენესუელადან, სინგაპურიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან, პანამადან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორებია საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port, Batumi Oil Terminal, Caspian Transit и GR Trans Line.
კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ახალ ინიციატივებს და პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელოვნების შენარჩუნების საკითხს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კასპია-შავი ზღვისპირეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთქმედების ფაქტორს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალი ტერმინალები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლები, ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ადმინისტრაციების წევრები, სატრანსპორტო და სატვირთო კომპანიების დელეგატები.
ხვალ, 17 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ „ყაზტრანსოილის“კომპანიის ბათუმის ნავთობ ჩამოსასხმელ ტერმინალს, ასევე კომპანიის ”Petrocas Energy Group“-ის ფოთის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს, სადაც ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების უმეტესი ნაწილი იტვირთება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინსპექტირების სფეროში ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის ლაბორატორიის და ექსპერტიზის შGშ მიღწევები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლს.