,,გიგი უგულავას მიმართ კანონი ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ”, _აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებული პროცესების შეფასებისას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში ბევრი კითხვა გააჩინა.
"უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენი პარტნიორები სვამენ შეკითხვებს. წინასწარი პატიმრობის თემა, აშკარად, ჩემი გადმოსახედიდან, წინააღმდეგობაში შედის კონსტიტუციასთან. ეს, ბუნებრივია, უკანონობაა და უსამართლობაა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანია
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელზე, პატიმრობის 9 თვიან ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ 17:00საათზე უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, ერთისაათის დაგვინებით გახდა ცნობილი, რომმოსამართლის არყოფნის გამო, გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდებოდა. მიზეზი მოსამართლემერაბ ტურავას ავადმყოფობა გახდა.