პარლამენტი მთავრობის საქმიანობის 6 თვის ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტზე დღეს ბიუროზე იმსჯელებენ, სადაც გადაწყდება როდიდან დაიწყება საკითხის განხილვა კომიტეტებში.
უმრავლესობის შეფასებით, ანგარიში ზუსტად ასახავს ქვეყანაში გაუმჯობესებულ ვითარებას ყველა მიმართულებით, თუმცა მათივე განცხადებით არსებობს გარკვეული ხარვეზები.
მმართველი გუნდის შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ 90 გვერდიან დოკუმენტს პრემიერი აწერს ხელს, თუმცა როგორც ცნობილია ის პარლამენტში მისვლას არ აპირებს და დეპუტატთა შეკითხვებზე სავარაუდოდ მინისტრებს მოუწევთ პასუხის გაცემა.