მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველო სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ პოზიციას ქვეყანა 2020 წლამდე შეინარჩუნებს. ასამბლეა კოლუმბიის ქ. მედელინში ტარდება. ღონისძიება 12 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები ესწრებიან.
ასამბლეის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელბთან. ამასთან, დელეგაცია მონაწილოებას მიიღებს ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძებებში. საქართველოს დელეგაციას, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს.