ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თამარ ჟვანია გახსნის.
ცესკოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული დოკუმენტი საარჩევნო პროცესში კანონმდებლობით წარმოქმნილ სამართლებრივ ხარვეზებს და მათი გადაჭრის გზებს მოიცავს.
პრეზენტაციას, რომელიც 15 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, დაესწრებიან როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები.