პრემიერმა, თუ პარლამენტის წარმომადგენელმა, ვინც არ უნდა თქვას რამე ასეთი, ეს არ არის სწორი, მაგრამ არ მგონია, რომ პრემიერმა თქვა, რომ ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან, _ასე შეაფასა პრემიერის მთვრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ის პრემიერის განცხადებას დეტალურად არ გასცნობია, თუმცა ამ საკითხით დაინტერესდება.
,,მე ასე არ ვთვლი და ასე არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენი განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავინტერესდები, თუ თქვა პრემიერმა, რომ ღვინიაშვილი აქედან მოაშორეთო, ეს დაევალა მინისტრს ან ვინმე სხვას მისცა. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, მათ შორის პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის შეფასებებს, არ ვარ მომხრე იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ან პროვოკატორი ვუწოდოთ, ან რაიმე სხვა, მაგრამ მინდა, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სწორედ ღარიბაშვილის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, სიტყვა "პროვოკატორი" არის ხოლმე ყველაზე რბილი სიტყვა, რომელიც მის მიმართ არის ნათქვამი. ასე რომ, თუ სიტყვებზე ვსაუბრობთ, ვინ რა ლექსიკას იყენებს, როდესაც ვინმეს ქმედებებს აფასებს, მე ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ კორექტულები მიმართვის დროს და მსგავსი შეპასუხებები არ იქნება ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობას და მათ შორის გიორგი ღვინიაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობის წევრები კახელ გლეხებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
პრემიერმა შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა ყურძნის ჩაბარების ადგილებში მაქსიმალურუად გააკონტროლონ ვითარება. პრემიერის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე არაადეკვატურს უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან სათანადო შეფასებასა და რეაქციას ელოდება.