საქართველოში ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ილირ მეტას ელოდებიან. იგი საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის“კონფერენციის ფარგლებში დღეს ეწვევა საქართველოს.
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:25 საათზე ელოდებიან. ხვალიდან, ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში დაგეგმილ მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის“კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებს.
ილირ მეტა საქართველოს 16 სექტემბერს დატოვებს.