2015 წლის აგვისტოს თვეში ერაყმა 30 პროცენტით გაზარდა ნავთობის ექსპორტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,079 მლნ ბარელით დღე/ღამეში. ნათქვამია Iraq Business News.
სულ აგვისთოს თვეში ექსპორტირებულ იქნა 95,447 მილიონი ბარელი ნავთობი. საშუალოდ ბარელი ნავთობი იყიდებოდა 40,59 დოლარად. ერაყის ბიუჯეტში აგვისტოს თვეში ექსპორტირებული ნავთობიდან შესულმა თანხამ 3,874 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილის თვეში ერაყმა შეწყვიტა ნავთობის ექსპორტი კირკუკას საბადოდან იქ განვითარებული საომარი მდგომარეობის გამო. აღნიშნული საბადოდან ნავთობის ექსპორტის განახლება მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგომ.