თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია გუანჯოუს პროვინციაში ვიზიტს განაგრძობს.
დელეგაციის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის, ფრაქციის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძის, ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილის და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძე გუანჯოუს ორ ვიცე მერსა და მათი საკურატორო სფეროების წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის სამომავლო პერპექტივები განიხილეს.
დღესვე დელეგაციის წევრებმა საქმიანი შეხვედრები გუანჯოუს არქიტექტურის და ქალაქ-გეგმარების ხელმძღვანელობასთან გამართეს და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებებით არსებული გამოცდილებები გაუზიარეს.
ქართველი დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით 8 სექტემბერს გაემგზავრნენ. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია მონაწილეობას სსაერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაშიც მიიღებს, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომლექსში გაიმართება.