უახლოეს მომავალში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ, გადაწყვეტილება საქართელოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
„ჩინეთი აბსოლუტურ მზადყოფნას გამოხატავს, მაქსიმალურად გააფართოვოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფება.