ჩინეთის ქალაქ დალიანში მიმდინარე ფორუმზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.როგორც ღარიბაშვილი აცახდებს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვექტორი, ჩვენი მიზანია ევროკავშირთან მეტი დაახლოება. ასევე ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს არ გვიშლის ხელს გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან, ასევე გვქონდეს პრაგმატული და ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. თუ შევხედავთ ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნახავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან:ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.