ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში.როგორც საპარლამენტო უმრევლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მართავს პროცესებს.
მისი თქმით, თუ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვინმეს რჩევას აძლევს, ეს არის რჩევა და იმის იქით არ მიდის.
„თუ ბატონი ბიძინა ვინმეს რჩევას აძლევს, ეს არის რჩევა და იმის იქით არ მიდის, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი ოპონენტები, თავისი სუსტი მხარეების დასაფარავად თუ ამას იყენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ქვეყანას ყავს ხელისუფლება, რომელიც მართავს ამ ქვეყანას,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერნციაზე ევროპელმა ლიდერებმა ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებზე მიუთითეს.