სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შემოღებას, პარლამენტში მხარს არ უჭერენ. აღნიშნულ საკითხზე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს და მოხდეს შესაბამისი გადაანგარიშება.
რაც შეეხება, თავად თავად ზურაბ ჯაფარიძეს, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობიდან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად მიიღებს.
,,დეპუტატებს საკუთარი პოზიცია არ გააჩნიათ. რამდენი დეპუტატის შვილი გადის სავალდებულო სამსახურს? მე გეტყვით - არცერთი. შესაბამისად, დეპუტატებს არ ადარდებთ სხვისი შვილები ჯარში როგორ მსახურობენ“, - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტში კანონპროეტის განხილვა, პირველი მოსმენით მიმდინარეობს.