ამერიკის პრეზიდენტის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ახლო ურთიერთობები ჰქონდა ქვეყნის ხელმძღვანელებთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, დევიდ კრემერმა „თბილისი რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთოხება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ განაცხადა.
"ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბუშის ადმინისტრაციაში. ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ბუში-სააკაშვილი. ახლა არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით. ამერიკამ ეს უნდა გამოასწოროს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეტი დაინტერესება ამ რეგიონის მიმართ - არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. სამწუხაროდ, დასჭირდა ისეთი მძიმე მოვლენები, როგორც უკრაინის ტრაგედიაა, რომ ამერიკას რაღაც ინტერესი გამოეჩინა ამ რეგიონის მიმართ",- განაცხადა დევიდ კრემერმა.