საქართველოს თითოეულ მოქლააქეს უნდა დავანახოთ, რა სარგებელს მიღებს რეფორმისგან, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორიოსო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აუცილებლად უნდა მიეცეს ევროპული პერსპექტივა და დროა ევროპამ
გვირაბის ბოლოს შუქი აანთოს.
"იყო ასეთი შეკითხვა, აღელვებს თუ არა ისევ ევროპას დემოკრატიის პოპულარიზაცია. კი, ბატონო, გვაღელვებს. როგორც შტეფან ფულემ გუშინ ახსენა, აუცილებელია, ბოლო შუქის დანახვა და ალბათ, ზუსტად ეს უნდა გააკეთოს ევროპამ - გვირაბის ბოლოს შუქი უნდა აანთოს. ჩემს ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ. შეიძლება, გვირაბის ბოლოს შუქმა გარკვეული წახალისების როლი ითამაშოს, გარკვეული ბიძგის მიმცემი იყოს, მაგრამ თითოეულ მოქლააქეს უნდა დავანახოთ, რა სარგებელს მიღებს რეფორმისგან. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი შედეგის მომტანი", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.