საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
ამის შესახებ ელჩმა, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთოხება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ განაცხადა.
„საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. შარშან ჩვენ გავხდით საკმაოდ უხეში ინციდენტების მოწმე, რომელშიც ჩართული იყვნენ მოჩხუბარი პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერებს კვერცხებს ესროდნენ. ძალიან არასასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ ამართლებდნენ შემდეგ ამ შემთხვევას,“ - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღეს რეგიონში არსებული ეკონომიკური, ენერგეტიკული და დემოკრატიული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.