7 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანდრეის პილდეგოვიჩს შორის. სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
შეხვედრაზე ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. გიორგი კვირიკაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა ლატვიის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით. ამ კუთხით, მან მადლობა გადაუხადა ლატვიას 2015 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და მისი მონაწილე ქვეყნების წარმოჩენის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის.
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ვიზიტების აქტიურ დინამიკას და ნაყოფიერ უწყებათაშორის თანამშრომლობას, ისევე როგორც რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარებას. ამ კონტექსტში სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიური მხარის მზადყოფნა, მომავალშიც გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს