პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონისმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. აღინიშნა NDI-ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.