ადამიანების გასამართლება, თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით, - ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. მან საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებზეც ისაუბრა.
,,სამი შეკითხვა დავუსვი ყოფილ პრემიერს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. საქართველოსთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყენაში ვსვამდი ამ შეკითხვებს: სუნთქავთ თავისუფლად? გაქვთ სივრცე მუშაობისთვის? ეს არის საუკეთესო გზა პროგრესის შეფასებისთვის", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, პრობლემაა, რომ კოალიციის ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს.ფულემ ამ მხრივ დავით უსუფაშვილს გულწრფელი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სხვა წევრებსაც უნდა შეეძლოთ გულწრფელად გასცენ პასუხი კითხვებს.
მისივე თქმით, ადამიანების გასამართლება თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით.
"ბევრი გვილაპარაკია ბრიუსელშიც, სტრასბურგში, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ ფორმალურად ადამიანების გასამართლება, თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით. ჩვენ გამოვგზავნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომ მიეხედა ამ საქმეებისთვის, რომელიც დაგვეხმარა, ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთებულიყო. ეს არ ეხება პოლიტიკურ ლიდერობას და თქვენ საარჩევნო დაპირებას, ეს ეხება იმას, რომ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ევროპული სტარდატები და არა შევასუსტოთ", - განაცხადა ფულემ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.