საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურში, გაემგზავრა.
მასპინძელი ქვეყნის სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ASEAN-ის საპარლამენტო ასამბლეის განზომილების, AIPA-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები მალაიზიის პარლამენტის სენატის და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერებთან, ფედერალური ტერიტორიების მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ასეანის წევრი და აზიის კონტინენტის სხვა ქვეყნების საპარლამენტოწარმომადგენლებთან.
დელეგაცია თბილისში 13 სექტემბერს დაბრუნდება.