რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯერ ჯერობით არ გეგმავს მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟის მექანიზმი შეცვალოს, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩოვმა.
”ჯერ არა, სანამ ბაზარზე სიტუაცია არასტაბილურია, ფორმულა იმუშავებს”, - განუცხადა ტკაჩოვმა ჟურნალისტებს ვლადივასტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე.
მიმდინარე კვირას რუსეთს ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი, რომელიც აგროსამრეწველო კომპლექსს კურირებს, საუბრობდა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში მარცვლეულზე ბაჟის გადახდის შეცვლის მიზანშეწონილობას განიხილავს, თუმცა კონკრეტული წინადადებები ამ მხრივ არ არის.
აღსანიშნავია, რომ არსებული საბაჟო გადასახადის მოქმედების პერიოდში რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 2,2 -ჯერ შემცირდა . 1-ელი ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთიდან მხოლოდ 1,662 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი დაფიქსირდა. მარცვლეულის მწარმოებლებმა არაერთხელ მიმართეს ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით გადაეხედათ საბაჟო მექანიზმისთვის, რამდენადაც შექმნილ მდგომარეობაში მათთვის უფრო მომგებიანია შეინახონ მარცვლეული და არ გაიყიდონ - მათ შორის შიდა ბაზარზე.
რუსეთმა, 2015-2016 სასოფლო სამეურნეო წელს (დაიწყო 1 ივლისს), 9 აგვისტოს მდგომარეობით საექსპორტოდ გაიტანა 2,608 მლნ.ტონა მარცვლეული. 2014 წელს 10 აგვისტოსთვის ექსპორტირებული იყო 4,227 მლნ ტონა მარცვლეული მათ შორის 3,667 მლნ ტონა ხორბალი.