დღეს, 1-ელ სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროინტაგრაციის სახელმწიფო მინისტრად გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, პრემიერი თბილისის ვიცე-მერს, დიმიტრი ქუმსიშვილს წარადგენს.