2015 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 38 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (870 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (468 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (421 მლნ. აშშ დოლარი).
2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.