შემოდგომაზე კურორტ „გოდერძს" რეგიონში საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდება და ფუნქციონირებას ზამთრის სეზონზე დაიწყებს.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, ამჟამად რეგიონში 6 სასტუმროს ტიპის კოტეჯის (72 ადგილი), საკანალიზაციო ქსელის და გამწმენდი ნაგებობის და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის (36 ადგილი) მშენებლობა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი კურორტის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე.
შეგახსენებთ, რომ გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. 2011 წელს შედგა კურორტის საპროექტო სამუშაოები და უშუალოდ მშენებლობა კი - 2012 წელს დაიწყო. 2011 წელს სამთო-სათხილამურო კურორტის საპროექტო სამუშაოებისთვის მთავრობამ 0,5 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში კურორტის მშენებლობაში 13 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. ხოლო რაც შეეხება საბაგირო დანადგარებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ამისათვის ავსტრიული ბანკიდან UniCredit Bank Austria AG მთავრობამ 10 მლნ 930 ათასი ევროს ოდენობის შეღავათიანი (უპროცენტო )ფინანსური რესურსი მოიზიდა.