ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ღირებულების კლების ტენდენციის გათვალისწინებით ” ლუკოილმა” სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი დაახლობით 5 თეთრით გააიაფა.
”ჯი-ეიჩ-ენს” ”ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ შესაძლოა, კომპანიამ მომავალი კვირიდან საწვავზე ფასი კიდევ დააკლოს.
”ჩვენ სხვადასხვა ტიპის საწვავზე ღირებულება დაახლეობით 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ფასის კლება მოხდა რამდენიმე დღის წინ. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვირას კიდევ გავაიაფოთ”, _ აღნიშნა შავლეგ მიშველაძემ.